ავტორიზაცია

"ადრე მხოლოდ წაგებებთან და იმედგაცრუებებთან შეგუება მიწევდა", - ლეო მესის პირველი კომენტარი კოპა ამერიკას მოგების შემდეგ

"ადრე მხოლოდ წაგებებთან და იმედგაცრუებებთან შეგუება მიწევდა", - ლეო მესის პირველი კომენტარი კოპა ამერიკას მოგების შემდეგ
თარიღი 11 ივლ 2021, 12:46

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ბრაზილიასთან 1:0 მოგებაზე ისაუბრა, რომელმაც გუნდს კოპა ამერიკა 1993 წლის შემდეგ პირველად მოუტანა.

„მრავალი წლის მანძილზე, ამ ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ეს მოხდებოდა. კოპა ამერიკა ბრაზილიაში, ბრაზილიის წინააღმდეგ მოვიგეთ.

სიხარული, რომელსაც ვგრძნობ, არის უსაზღვრო და ფართომასშტაბიანი, იმიტომ რომ ადრე მე მუდმივად მარცხთან და იმედგაცრუებასთან შეგუება მიწევდა. ამაზე უკეთეს მომენტს ვერც მოიფიქრებ.

ეს გუნდი გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. შესანიშნავია და ჩვენ ბედნიერები ვართ.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Ole.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ეს ტურნირი არგენტინა/კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამის გაკეთება ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გამო ვერ მოხერხდა და გათამაშება ბრაზილიაში გადაიტანეს.