ავტორიზაცია

მესამე დანიშვნა ნაკრებში, თანაც 69 წლის ასაკში - ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული სპეციალისტი ინიშნება

მესამე დანიშვნა ნაკრებში, თანაც 69 წლის ასაკში - ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული სპეციალისტი ინიშნება
თარიღი 11 ივლ 2021, 14:56

„აიაქსის“, „ბარსელონას“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრების სათავეში ბრუნდება.

თუ ჟურნალისტ ნიკოლო სკირას დავუჯერებთ, ნიდერლანდების ახალი მთავარი მწვრთნელი 69 წლის ლუი ვან გაალი იქნება, რომელიც გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „ნარინჯისფრების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანკ დე ბური ევრო 2020-ს მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მისი გუნდი ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა.

ვან გაალს ჰოლანდიის ნაკრებში ორჯერ აქვს ნამუშევარი - პირველად, მან გუნდი 2000 წელს ჩაიბარა, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა და დაკავებული თანამდებობ დატოვა.

10 წლის შემდეგ, მან მშობლიური ნაკრები კიდევ ერთხელ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბრაზილიის მუნდიალის მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდა.

უმაღლეს დონეზე ვან გაალის უკანასკნელი გაწვრთნილი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელიც მან 2016 წელს დატოვა.