ავტორიზაცია

ული ჰიონესი: "თანამედროვე ფეხბურთში ტონი კროოსის ადგილი არ არის"

ული ჰიონესი: "თანამედროვე ფეხბურთში ტონი კროოსის ადგილი არ არის"
თარიღი 11 ივლ 2021, 18:03

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ, ტონი კროოსზე ისაუბრა, რომელმაც ევრო 2020-ს შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„ტონი კროოსი ძალიან მომწონს, მან მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშა და ჯერ კიდევ „ბაიერნში“ ძალიან კარგი იყო.

თუმცა, მისი სათამაშო სტილი ძალიან დაძველდა. ევრო 2020-ზე სხვა არცერთი ფეხბურთელი არ მინახავს, ვინც ასეთ სტილში თამაშობდა.

ტონი კროოსის ადგილი თანამედროვე ფეხბურთში აღარ არის.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sport1.de.

კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან ასპარეზობდა და გუნდში 106 მატჩის ჩატარება მოასწრო. ყველაზე დიდ წარმატებას კი ნახევარმცველმა 2014 წელს მიაღწია, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.