VIDEO: ევრო 2020-ის ფინალის წინ, გულშემატკივრებმა უემბლიზე შეჭრა სცადეს

გულშემატკივრების ჯგუფმა სტადიონ "უემბლიზე" შეჭრა სცადა, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის, წერს Mirror.
სასტარტო სასტვენამდე რამდენიმე საათით ადრე, სტადიონის გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა. გულშემატკივართა უმეტესობა მშვიდად იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ღობეების გარღვევა და არენის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა.
ამ დროისთვის, წესრიგი აღდგენილია, რამდენიმე სამართალდამრღვევი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
იტალია - ინგლისი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.