ავტორიზაცია

VIDEO: ისევ პენალტები, ისევ იტალია! ფეხბურთი არა სახლში, არამედ რომში ბრუნდება

თარიღი 12 ივლ 2021, 01:56

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ს ჩემპიონია!

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ ინგლისის და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

ანგარიში უკვე მე-2 წუთზე ლუკ შოუს გოლით გაიხსნა, რომელსაც კიერან ტრიპიერმა გაატანინა. ამის შემდეგ, ინგლისმა ყურადღება საკუთარი კარის დაცვაზე გადაიტანა და პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაამთავრა.

მეორე ნახევარში იტალიელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ამან შედეგი 65-ე წუთზე მიიღო, როცა საჯარიმოში შექმნილი გაუგებრობით ლეონარდო ბონუჩიმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ და შემდეგ დამატებულ დროში გოლი აღარ გასულა და საქმე ისევ პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ძლიერი იტალიის ნაკრები აღმოჩნდა. 

ამრიგად, იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორე სტადიაზე პენალტების სერიაში იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი სრულიად დამსახურებულად გახდა.