6 იტალიელთან ერთად — GOAL.COM-მა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მოგეხსენებათ, გუშინ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "სკაუდრა აძურამ" იმარჯვა.
ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL.COM-მა ტურნირის სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა.
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია);
მცველები: იოაკიმ მეჰლე (დანია), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო სპინაცოლა (სამივე - იტალია);
ნახევარმცველები: პიერ-ემილ ჰოიბერგი (დანია), ჟორჟინიო, ფედერიკო კიეზა (ორივე - იტალია), პედრი (ესპანეთი), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი);
თავდამსხმელი: ჰარი კეინი (ინგლისი).