ავტორიზაცია

რას ნიშნავს ლეონარდო ბონუჩის ჟესტი, რომლითაც ის თავის გოლებს აღნიშნავს?

რას ნიშნავს ლეონარდო ბონუჩის ჟესტი, რომლითაც ის თავის გოლებს აღნიშნავს?
თარიღი 13 ივლ 2021, 10:20

ევრო 2020-ს ფინალში, 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა - კუთხურს მოყოლილი არეულობის შემდეგ, მან ინგლისელების კარში ბურთი „შეიტანა“ და ევროების ფინალში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორიც გახდა.

შემდეგ - სიხარული, სიგიჟე, დღესასწაული. ცენტრალურმა მცველმა თავისი ბედნიერება ტრიბუნაზე მყოფ იტალიელებს გაუზიარა.

თავისი პირველი ემოციების შემდეგ, ბონუჩიმ გოლი საფირმო სტილში აღნიშნა - თითქოს, მას წყალი ჰქონდა დაგუბებული, რომლითაც პირს ივლებდა. ამ ყველაფერზე ლეო თითითაც მიანიშნებს.

ეს არის საკმაოდ ძველი ჟესტი, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს ჯერ კიდევ 2010-იანი წლების პირველ ნახევარში აღიზიანებდა. ბონუჩის გოლის აღნიშვნის ისტორია ბონუჩის მამამ, ავსტრიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ გაიხსენა:

„გოლის ეს აღნიშვნა ლეონარდოს მეგობრების წრეში შეიქმნა. ლეოს მეგობრებიდან არავინ გულშემატკივრობს „იუვენტუსს“, ყველა სხვა გუნდებისკენ არიან. ერთხელაც, ლეონარდომ მათ უთხრა: „როცა იუვენტუსზე ლაპარაკობთ, პირი გამოივლეთ. სწორედ ამას ეძღვნება ეს ჟესტი.“

როგორც აღმოჩნდა, ბონუჩი გოლებს ასე ნაკრებშიც კი აღნიშნავს. ევრო 2020-ს ფინალის შემდეგ, ბევრ იტალიელს ეს ჟესტი მხოლოდ დადებით ემოციებს მოუტანს, რადგან ლეონარდომ გუნდს რთულ მომენტში იმედი ჩაუსახა.