"შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, არა?", - რამოსი ჰაკიმის პსჟ-ში პირველი შეხვედრის დროს
გუშინ, „პსჟ“ წინასასეზონო მომზადებას შეუდგა და გუნდში პირველად გამოცხადდნენ ახალწვეულები, აშრაფ ჰაკიმი და სერხიო რამოსი.
მაროკოელი მცველი პარიზში „ინტერიდან“, 70 მილიონ ევროდ გადაბარგდა, ესპანელი ვეტერანი კი „პსჟ-მ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა, მას შემდეგ, რაც მას „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ეს ორი ფეხბურთელი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, მეტიც, აშრაფი სწორედ „სამეფო კლუბის“ აღზრდილია.
22 წლის ფეხბურთელთან შეხვედრის დროს, რამოსმა შემდეგი სიტყვები თქვა:
„შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, არა?“
ჰაკიმის გარდა, „პარიზში“ რამოსს კიდევ რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი დახვდება - კოსტა-რიკელი კეილორ ნავასი და ანხელ დი მარია, რომელიც, ჯერჯერობით, კოპა ამერიკას მოგების შემდეგ შვებულებაში იმყოფება.
აშრაფ ჰაკიმიმ მადრიდის „რეალი" 2018 წელს დატოვა და ორწლიანი იჯარით დორტმუნდის „ბორუსიაში" გადავიდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც მადრიდელებმა ის 40 მილიონად „ინტერში" გაყიდა. თუმცა, მილანური გუნდის ფინანსური პრობლემების გამო, ის „ნერაძურიში" ერთ წელზე დიდი ხნით ვერ დარჩა.