ავტორიზაცია

"იამაყეთ თქვენი თავებით", - პოგბა რაშფორდს, სანჩოს და საკას გამოექომაგა

"იამაყეთ თქვენი თავებით", - პოგბა რაშფორდს, სანჩოს და საკას გამოექომაგა
თარიღი 13 ივლ 2021, 11:00

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა დაიცვა, რომლებმაც ევრო 2020-ს ფინალში პენალტები გააცუდეს.

ინგლისის წაგების შემდეგ, ეს სამი ფეხბურთელი რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა, განსაკუთრებით დიდი შეტევები წამოვიდა მათ სოციალურ ქსელებზე.

„მარკუს რაშფორდ, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა - თქვენით ვამაყობ.

ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი - მარცხდები. თქვენ სიმამაცე გამოავლინეთ და პენალტი შეასრულეთ. გინდოდათ, ქვეყანას დასახული მიზნის მიღწევაში დახმარებოდით.

ჩვენ რასიზმთან შეგუებას აღარ ვაპირებთ და მის წინააღმდეგ ბრძოლას არასდროს შევწყვეტთ. 

ბიჭებო, თავი მაღლა დაიჭირეთ და თქვენი თავდაჯერებულობით იამაყეთ. თქვენ - შესანიშნავი ფეხბურთელები ხართ და ამას ნურასდროს ნუ დაივიწყებთ. იამაყეთ თქვენი თავით, საფეხბურთო სამყარო კი თქვენით ამაყობს.“ - წერს პოგბა სოციალურ ქსელში.