"კასილასი ყველაზე დიდი ტყუილია რომელიც გვყოლია, რაულთან ერთად", - ფლორენტინო პერესი 2006 წელს
ესპანური გამოცემა El Confidencial-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის საუბრის აუდიო-ჩანაწერი, რომელიც, სხვა ადამიანთან ლაპარაკში, გუნდის ორ უდიდეს ლეგენდას აკრიტიკებს.
„კასილასი არ არის „რეალის“ დონის მეკარე და არც არასდროს ყოფილა. ეს არის შეცდომა, რომელიც დავუშვით. უბრალოდ, გარშემო გვყავს ადამიანები, რომლებიც მას პატივს სცემენ, ადიდებენ და ბოლომდე იცავენ.
თუმცა, ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი (Scam), რომელიც გვყოლია, მეორე კი რაულია.
„რეალის“ ყველაზე დიდი ტყუილი არიან რაული და კასილასი.“ - ამბობს ფლორენტინო პერესი El Confidencial-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში.
შეგახსენებთ, რომ კასილასი და რაული მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილები არიან და კარიერის უდიდესი ნაწილი „სამეფო კლუბში“ აქვთ გატარებული.
ცნობისთვის, პერესი ამ სიტყვებს 2006 წლის სექტემბერში ამბობს - ამ დროს ის „რეალის“ პრეზიდენტი არ იყო, რადგან იქამდე რამდენიმე თვით ადრე გადადგა.
მეორედ პერესი „რეალის“ სათავეში 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.