ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ბაიერნის დატოვებაზე და რეალში გადასვლაზე ოცნებობს - AS

ლევანდოვსკი ბაიერნის დატოვებაზე და რეალში გადასვლაზე ოცნებობს - AS
თარიღი 13 ივლ 2021, 13:03

„ბაიერნის“ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის, კარიერის გაგრძელება ესპანურ ლა ლიგაში სურს.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 32 წლის ფორვარდს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა და იმედოვნებს, რომ მადრიდული კლუბი მის შეძენას შეეცდება.

ესპანური გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლევანდოვსკისთვის „რეალში“ თამაში - დიდი ოცნებაა.

მადრიდში იციან ლევანდოვსკის სურვილის შესახებ, თუმცა „ბაიერნი“ ამ ზაფხულს მის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

დიდი ალბათობით, ლევანდოვსკი დაელოდება მომენტს, როცა „ბაიერნთან“ კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი ექნება დარჩენილი (2022 წლის ზაფხულს) და შემდეგ, „რეალი“ მის გადაბირებას შედარებით დაბალ ფასად მოახერხებს.

მიუნხენური გრანდი უკვე შეუდგა ძიებას ფორვარდის, რომელსაც სამომავლოდ ლევანდოვსკის შეცვლა შეეძლება.