ავტორიზაცია

საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - უეფამ ევრო 2020-ს სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 5 იტალიელია

საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - უეფამ ევრო 2020-ს სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 5 იტალიელია
თარიღი 13 ივლ 2021, 13:41

უეფამ თავის ოფიციალურ გვერდზე დასრულებული ევრო 2020-ს სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 4 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

როგორც უეფა ამბობს, ეს სიმბოლური თერთმეტეული მისი ტექნიკური დამკვირვებლების მიერ იქნა შერჩეული.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მცველები: კაილ უოკერი, ჰარი მაგუაირი (ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი, ლეონარდო სპინაცოლა (იტალია)

ნახევარმცველები: ჟორჟინიო (იტალია), პედრი (ესპანეთი), პიერ-ემილ ჰოიბიერგი (დანია)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იტალია), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი - ესპანელი პედრი.

საინტერესოა, რომ უეფას ტექნიკურ დამკვირვებლებს შორის ისეთ გვარებს ამოიკითხავთ, როგორებიც ფაბიო კაპელო, ესტებან კამბიასო, რობი კინი, აიტორ კარანკა, დევიდ მოიესი და სხვები არიან.