ავტორიზაცია

ფინანსური კრიზისის დაძლევის მოლოდინში - ტორპედოს ახალი სპონსორის ვინაობა ცნობილია

ფინანსური კრიზისის დაძლევის მოლოდინში - ტორპედოს ახალი სპონსორის ვინაობა ცნობილია
თარიღი 13 ივლ 2021, 20:12

ქუთაისის "ტორპედოს" სოციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომლის მიზანია გულშემატკივრებისთვის კლუბის ახალი სპონსორის გაცნობა:

"დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“.

ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია. ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, იმერლები 19 ქულით მერვე პოზიციაზე არიან.