ავტორიზაცია

4 არგენტინელი, 2 ბრაზილიელი - კონმებოლმა კოპა ამერიკას სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

4 არგენტინელი, 2 ბრაზილიელი - კონმებოლმა კოპა ამერიკას სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა
თარიღი 13 ივლ 2021, 21:18

კონმებოლმა (სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაცია) კოპა ამერიკას სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ბრაზილიაში გაიმართა და არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ტრიუმფი 1993 წლის შემდეგ პირველად იზეიმა.

გამარჯვებული გუნდიდან სიმბოლურ თერთმეტეულში ოთხი ფეხბურთელი მოხვდა - მეკარე მარტინესი, მცველი რომერო, ნახევარმცველი დე პაული და შემტევი, ლეო მესი.

მეკარე: მარტინესი (არგენტინა)

მცველები: ისლა (ჩილე), რომერო (არგენტინა), მარკინიოსი (ბრაზილია), ესტუპინანი (ეკვადორი)

ნახევარმცველები: იოტუნი (პერუ), კაზემირო (ბრაზილია), დე პაული (არგენტინა)

თავდამსხმელები: დიასი (კოლუმბია), ნეიმარი (ბრაზილია), მესი (არგენტინა).

ამ ტურნირზე მესიმ 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ამ პრიზის ნომინაციაში მეორე ადგილი ბრაზილიელ ნეიმარს ერგო.