ავტორიზაცია

"დღეს მშვენიერი საღამოა", - აპირებს თუ არა ლიოვი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას? აგენტის პასუხი

"დღეს მშვენიერი საღამოა", - აპირებს თუ არა ლიოვი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას? აგენტის პასუხი
თარიღი 13 ივლ 2021, 21:49

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის აგენტმა, ჰარუნ არსლანმა, გერმანელის რუსეთის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ სტანისლავ ჩერჩესოვი გაათავისუფლა, პრესამ რუსეთის ნაკრებში დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ იოვი მოიხსენია.

თუმცა, აგენტის თქმით, ეს არის უბრალოდ ჭორები და მეტი არაფერი:

„ეს უბრალოდ ჭორებია... არის თუ არა მზად ლიოვი რუსეთის ნაკრებში დანიშვნისთვის?

მსგავს ჭორებზე კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა. თანაც, დღეს ისეთ შესანიშნავი საღამოა.“ - დაასრულა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს სათავეში 2006-2021 წლებში ედგა და გუნდთან ერთად ყველაზე დიდ წარმატებას 2014-ში მიაღწია, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.