სეზონი წარუმატებლად დაიწყო - ანორთოსისი სუპერთასზე დამარცხდა

კვიპროსის ჩემპიონატის 2021/2022 წლის სეზონის დაწყებამდე ქვეყნის ჩემპიონსა და თასის გამარჯვებულს შორის სუპერთასი გაიმართა, რომელიც ომონიას გამარჯვებით დასრულდა.
ტიტულით ვერ დაიწყო სეზონი თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა, რომელმაც 90 წუთი ფრედ, 1-1 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 3-2 დამარცხდა.
ფამაგუსტელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელმაც 1 პენალტიც მოიგერია, თუმცა ეს გამარჯვებისთვის არ ეყო ანორთოსისს. რაც შეეხება ნიკა კაჭარავას, იგი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და გუნდთან ერთად ჯერჯერობით არ ვარჯიშობს.
ამჟამად ანორთოსისში ფეხბურთელებიდან მხოლოდ 2 ქართველი: გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა დარჩა.