ავტორიზაცია

დღეს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო მატჩს გამართავს

დღეს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო მატჩს გამართავს
თარიღი 14 ივლ 2021, 10:00

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მატჩი ბაქოს "ნეფტჩისა" და "დინამო თბილისს" შორის.

მოგეხსენებათ, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი "დინამო არენაზე" შედგა და ბაქოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მიუხედავად მარცხისა, კახა ცხადაძის გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და რომ არა მათი მეკარის დიდებული თამაში, შესაძლოა მატჩის სხვა ანგარიშით დასრულებულიყო.

"დინამო თბილისი" ბაქოში უკვე ჩაფრინდა და მატჩის წინა, დასკვნითი ვარჯიში გამართა.

"უკვე დიდი ხანია ბაქოში არ ვყოფილვარ. აქ დიდხანს ვიმუშავე. ბაქო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია.

ხვალ იქნება გაცილებით რთული შეხვედრა, რადგან ორივე გუნდმა ერთმანეთის დაანახა სუსტი მხარეები და ახლა ეცდებიან, ამით ისარგებლონ.

მიუხედავად პირველი მატჩის ანგარიშისა, ვერ ვიტყოდი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, რადგან კარში რვა დარტყმა იყო განხორციელებული, რომელთაგან 7 მოგერიებულ იქნა.

ორი უხეში შეცდომა დავუშვით და სწორედამან გამოიწვია წაგება, მაგრამ ხვალ ასეთი რამ არ გამეორდება", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ნეფტჩის თავკაცი: "დაძაბულობა უკვე იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს შიშს. უბრალოდ, ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი  პასუხისმგებლობა. საქართველოში ვნახეთ, რამდენად ძლიერი და მომზადებულია მეტოქე. იცით, რომ მათი ჩემპიონატი მიმდინარეობს, შესაბამისად, მზად არიან და ეს პირველ შეხვედრაშიც ვიგრძენით"

ბაქოს ნეფტჩი - დინამო თბილისი

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაიო ეტაპი

დრო: 21:00

ადგილი: ბაქო, ბაქსელ არენა

მთავარი მსაჯი: დიმიტრუ მუნტეანი (მოლდოვა)

სავარაუდო შემადგენლობა:

როინ კვასხვაძე, სადიო ბენიო, დავით კობოური, გიორგი პაპავა, ფაბიან სპორსკლეიდი, ლევან ხარაბაძე, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, მილან რადინი, გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი.