ავტორიზაცია

არც ინგლისი და არც იტალია - ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ს საუკეთესო ნაკრები დაასახელა

არც ინგლისი და არც იტალია - ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ს საუკეთესო ნაკრები დაასახელა
თარიღი 14 Jul 2021, 12:53

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ევრო 2020-ის საუკეთესო გუნდი დაასახელა.

საინტერესოა, რომ ეს არც ინგლისია და არც იტალია, რომლებმაც ფინალურ შეხვედრაში გაარკვიეს ევროპის ახალი ჩემპიონის ვინაობა.

„საფრანგეთმა ევროს მოგების შანსი თავისი ქედმაღლობის გამო დაკარგა და ვერ გახდა მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი.

საფრანგეთი ინგლისსაც სჯობს და იტალიასაც, მაგრამ მათმა ფეხბურთმა ისინი დასაჯა, სრულიად დამსახურებულადაც.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს talkSPORT.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო 3 წლის მანძილზე, ევროპის ჩემპიონის სტატუსი იტალიის ნაკრებს ექნება, რომელმაც ფინალში პენალტების სერიაში ინგლისი დაამარცხა. 

რაც შეეხება საფრანგეთს, გუნდი ტურნირს სენსაციურად მერვედფინალში, შვეიცარიასთან ასევე პენალტების სერიაში დამარცხების შედეგად გამოეთიშა.