ავტორიზაცია

"კირიკოჩო!", - საკას დარტყმის წინ, ჯორჯო კიელინიმ მას საწყევარი სიტყვა დაუყვირა

"კირიკოჩო!", - საკას დარტყმის წინ, ჯორჯო კიელინიმ მას საწყევარი სიტყვა დაუყვირა
თარიღი 14 ივლ 2021, 13:34

იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ევრო 2020-ს ფინალში, ბუკაიო საკას „დათარსვა“ სცადა და როგორც აღმოჩნდა, გამოუვიდა კიდეც.

ESPN-ს ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ბოლო პენალტის წინ, ჯორჯო კიელინიმ დაიყვირა სიტყვა „კირიკოჩო“, რომელსაც იტალიაში იყენებენ საიმისოდ, რომ მეტოქეს შეცდომა დააშვებინონ.

სიტყვა „კირიკოჩოს“ როგორც წესი იმ დროს იძახიან, როცა მეტოქე ასრულებს პენალტს, სახიფათო საჯარიმოს, ან მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდება. 

კიელინის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ამან გაამართლა, რადგან ბუკაიო საკამ გადამწყვეტი პენალტი გააცუდა, რამაც იტალიას საშუალება მისცა ევროპის ჩემპიონი გამხდარიყო.

საკას გარდა, ინგლისიდან თერთმეტმეტრიანი მარკუს რაშფორდმა და ჯეიდონ სანჩომაც გააცუდეს, რის გამოც, მატჩის შემდეგ, რასიზმის მსხვერპლნი გახდნენ.