ავტორიზაცია

"ბუნებრივია, პსჟ-ში სწორედ ამ მიზნით მოვედი", - რა მიზანი დაისახა სერხიო რამოსმა ახალ გუნდში?

"ბუნებრივია, პსჟ-ში სწორედ ამ მიზნით მოვედი", - რა მიზანი დაისახა სერხიო რამოსმა ახალ გუნდში?
თარიღი 14 ივლ 2021, 14:51

„პსჟ-ს“ ახალწვეულმა, სერხიო რამოსმა, დაასახელა მთავარი მიზანი, რომელიც პარიზში გადასვლის შემდეგ დაისახა.

„პსჟ-სთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება თქვენი მიზანია?

ბუნებრივია, მე სწორედ ეს მინდა. ეს ყველას მთავარი მიზანია. მე გადავედი კლუბში, რომელიც 51 წლისაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არასდროს არ მოუგია, ეს ისტორიული მიღწევა იქნებოდა.

პირადი თვალსაზრისით რომ შევხედო, ეს ჩემთვის მეხუთე ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.“ - აღნიშნა სერხიო რამოსმა.

სერხიო რამოსმა ოთხივე ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალთან“ ერთად მოიგო 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში. ტურნირის ფინალში მას ორი გოლი აქვს გატანილი, ორივე - „ატლეტიკოს“ კარში (2014 და 2016 წლებში).

ესპანელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2005-2021 წლებში იცავდა, შემდეგ კი კონტრაქტი ამოეწურა და „პსჟ-ს“ შეუერთდა.