ავტორიზაცია

უეფას სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ დანიასთან მატჩში ინგლისის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი შეაფასა

უეფას სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ დანიასთან მატჩში ინგლისის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი შეაფასა
თარიღი 14 ივლ 2021, 16:24

უეფას სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტო როზეტიმ, დანიასთან მატჩში ინგლისის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მატჩის ექსტრა-ტაიმში დაინიშნა. ჰარი კეინმა დარტყმა გააცუდა, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო და ინგლისი ფინალში გაიყვანა. თუმცა, სტერლინგის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევამ ბევრი კითხვები გააჩინა.

„შეგვიძლია ეს მომენტი თამამად განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა საკითხში მაქსიმალურად გახსნილები ვართ. თუმცა, პენალტი სწორად დაინიშნა.

მსაჯმა ეპიზოდი დაინახა, ვიდეორეფერის სისტემამ კი მხოლოდ დაუდასტურა მისი გადაწყვეტილების სისწორე - მცველი ბურთს არ შეხებია, იყო სუფთა კონტაქტი თავდამსხმელთან.“ - აღნიშნა როზეტიმ.

ფინალში, ინგლისის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში იტალიასთან დამარცხდა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.