ავტორიზაცია

დიეგო მარადონას თასი დაიბადა - უეფა და კონმებოლი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

დიეგო მარადონას თასი დაიბადა - უეფა და კონმებოლი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ
თარიღი 14 ივლ 2021, 16:39

იტალიამ და არგენტინამ შესაძლოა ისტორია დაწერონ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მატჩში, რომელსაც „მარადონას თასი“ დაერქმევა.

უეფას და კონმებოლს შორის მოლაპარაკებები დაიწყო იმის თაობაზე, თუ როდის სჯობს გაიმართოს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება.

როგორც New York Times იტყობინება, მატჩი დიდი ალბათობით ნაპოლიში, სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართება, რითაც პატივი მიეგება საფეხბურთო ლეგენდას, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა - მან დიდი კვალი დატოვა როგორც იტალიური, ისე არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იტალიაში 7 წელი აქვს გატარებული და არგენტინის შემდეგ, საკუთარ „სახლად“ ის სწორედ ამ ქვეყანას მიიჩნევდა და საკლუბო დონეზეც, ყველაზე დიდ წარმატებებს სწორედ იტალიის კლუბ „ნაპოლიში“ მიაღწია.

ჯერჯერობით გასარკვევია, თუ როდის გაიმართება ევროპისა და სამხრეთამერიკის ჩემპიონებს შორის შეხვედრა, რომელსაც შესაძლოა ასევე სუპერთასიც ეწოდოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, წელს გადატვირთული გრაფიკის გამო, მეტად სავარაუდოა, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2022 წელს დაუპირისპირდება.