ავტორიზაცია

კემპესი: "მესი მარადონას ვერ აჯობებს, სულ რომ ზედიზედ 4 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს"

კემპესი: "მესი მარადონას ვერ აჯობებს, სულ რომ ზედიზედ 4 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს"
თარიღი 14 ივლ 2021, 17:06

არგენტინის შემადგენლობაში 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონის, მარიო კემპესის აზრით, ლეო მესი დიეგო მარადონას ვერა აღემატება.

„მესის არ გაუმართლა რომ დიეგო მარადონას მემკვიდრეობა მოუწია. ძალიან რთულია დიეგოს დაჩრდილვა, რომელსაც მთელი მსოფლიო კუმირად მიიჩნევს.

თუ მესის სურს, მარადონაზე უკეთესი გახდეს... მას ეს არ გამოუვა, სულ რომ ზედიზედ 4 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. თანაც, მას დღემდე არ აქვს ეს ტიტული მოპოვებული.

სულერთია, რამდენ ტიტულს იგებს ის, რა გათამაშებებში იმარჯვებს. ის დიეგოს ვერასდროს ვერ შეედრება.“ - აღნიშნა კემპესმა.

11 ივლისს, მესიმ კოპა ამერიკას ფინალში არგენტინასთან ერთად ბრაზილია დაამარცხა და პირველი სანაკრებო ტიტული მოიპოვა. 

მარადონამ არგენტინის ნაკრები 1986 წლის მუნდიალზე მიიყვანა გამარჯვებამდე, 1990-ში კი ფინალში დამარცხდა.