ავტორიზაცია

ანტონ ფერდინანდი: "ინგლისს დიდი ტურნირების ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას"

ანტონ ფერდინანდი: "ინგლისს დიდი ტურნირების ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას"
თარიღი 14 ივლ 2021, 17:16

„ვესტ ჰემის“ და „ქპრ-ის“ ყოფილი მცველის, ანტონ ფერდინანდის აზრით, ინგლისს დიდი ტურნირების ჩატარების უფლება აღარ უნდა მისცენ.

„ინგლისს დიდი ტურნირების ჩატარების უფლება რასიზმთან პრობლემების გამო უნდა ჩამოერთვას. იმიტომ, რომ ხალხი ჭკუას სწორედ ასე ისწავლის. მაგრამ, ამისათვის სწავლა უნდა გინდოდეს კიდეც, პრობლემა სწორედ აქ არის.

უნდა გინდოდეს გაგება, გახსნილი უნდა იყო და დისკრიმინაციაზე ილაპარაკო. ბევრი ადამიანი საშინელებას ყვირის. ისინი ვერასდროს ვერ გაიგებენ, რას ნიშნავს რასობრივი შეურაცხყოფების გადატანა, მაგრამ მათ შეუძლიათ, გაგება სცადონ მაინც.

ახლა სხვანაირი თაობაა, რომელსაც მულტიკულტურული ხედვები აქვს. ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ რასიზმი - სწორი არ არის, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ სურთ - ასევე პრობლემის ნაწილია. იმისთვის, რომ იბრძოლო ამასთან, რასიზმზე ყველამ უნდა ილაპარაკოს, არამარტო იმათ, ვინც ამისგან იტანჯება.“ - აღნიშნა ფერდინანდმა.