ავტორიზაცია

ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა უბრალოდ გარდაუვალია - COPE

ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა უბრალოდ გარდაუვალია - COPE
თარიღი 14 ივლ 2021, 17:34

El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ შორის ხმაურიანი გაცვლა გარდაუვალია.

გამოცემის ჟურნალისტი, პაკო გონსალესის ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება ძალიან ახლოსაა, რომლის მიხედვითაც: 

საულ ნიგესი „კამპ ნოუზე“ გადაბარგდება და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს, საპირისპირო მიმართულებით კი ანტუან გრიზმანი მიაშურებს.

ერთადერთი, ვისაც ამ გაცვლის შეფერხება შეუძლია - ჟოან ლაპორტას ბოლო სიტყვაა, რომლის პოზიციაც ნიგესი - გრიზმანის გაცვლასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

ფრანგი შემტევი „ბარსელონადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში დაბრუნდება და კარიერას ისევ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გააგრძელებს.

ნიგესის გაყიდვა „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო ამოცანაა, მით უფრო მას შემდეგ, რაც კლუბმა 35 მილიონ ევროდ, მის პოზიციაზე არგენტინელი როდრიგო დე პაული დაიმატა.

რაც შეეხება გრიზმანს, მას გუნდში საკმაოდ დიდი ხელფასი აქვს და „ბარსელონას“ სახელფასო ლიმიტის შესამცირებლად, ტოპ-ფეხბურთელების გასხვისება უწევს.