"საიმედო ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული", - მალდინი ჟირუს ტრანსფერს ადასტურებს
"მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დაადასტურა, რომ "ჩელსის" თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ მალე იტალიურ გრანდში გადავა.
"ჟირუ ხვალ უნდა ჩამოვიდეს. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვეყოლება. ოლივიე ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. საიმედო მოთამაშეა და შეუძლია ახალგაზრდა გუნდს გამოცდილება გაუზიაროს", - თქვა მალდინიმ DAZN-სთან ეთერში.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 35 წლის ფრანგმა "როსონერისთან" 1+1 სქემიანი კონტრაქტი შეათანხმა.
2020/21 წლების სეზონში ჟირუმ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.