ჯამში 7:0 - დინამო ბათუმი კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზეა

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ტრე პენე" დაუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა სან მარინოში შედგა და ბათუმელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ბათუმი არენაზე კი გეგუჩაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-16 წუთზე ანგარიში სანოგომ გახსნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მატჩის განმავლობაში ბათუმი სიტუაციას აკონტროლებდა, რაც შედეგშიც აისახა.
47-ე წუთზე მანგალაძემ გაიტანა, 51-ე წუთზე კი ჯოვინომ საბოლოო წერტილი დასვა - 3:0 და ორი მატჩის ჯამში 7:0.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" ბელარუსის "ბატეს" დაუპირისპირდება.