ავტორიზაცია

ევროკავშირის სასამართლომ უეფას წინააღმდეგ სუპერლიგის მიერ შეტანილი სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარი თქვა

ევროკავშირის სასამართლომ უეფას წინააღმდეგ სუპერლიგის მიერ შეტანილი სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარი თქვა
თარიღი 16 ივლ 2021, 16:14

ევროკავშირის სასამართლომ სუპერლიგის მიერ უეფას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ახლად დაარსებულმა ლიგამ, რომლის ლიდერებიც „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან, უეფას წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა და ორგანიზაციას მონოპოლიაში დასდო ბრალი. 

სუპერლიგამ და მადრიდის სასამართლომ ამ საკითხის თაობაზე ევროკავშირის სასამართლოს მიმართეს და საქმის დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვეს.

Marca-ს ინფორმაციით, ევროკავშირის სასამართლომ დაჩქარებული წესით საქმის განხილვა იუარა და მხარეებს, ამ საქმეზე საკუთარი შენიშვნების გაკეთება 18 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

სუპერლიგაში მონაწილეობა თავიდან 12 გუნდს სურდა, მაგრამ ორ დღეში პროექტი შეჩერდა, 9 კლუბმა კი გადაწყვეტილება შეიცვალა. ტურნირში მხოლოდ "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" დარჩნენ.