ავტორიზაცია

2022/23-სეზონიდან, იტალიური გუნდები მწვანე ფორმებით ვეღარ ითამაშებენ - რის გამო შემოვიდა ასეთი უცნაური წესი?

2022/23-სეზონიდან, იტალიური გუნდები მწვანე ფორმებით ვეღარ ითამაშებენ - რის გამო შემოვიდა ასეთი უცნაური წესი?
თარიღი 16 ივლ 2021, 16:58

2022/23-სეზონიდან, სერია ა-ს ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს ფორმით, რომელსაც დომინანტი ფერი მწვანე ექნება.

Football Italia-ს ინფორმაციით, ეს წესი არ იმოქმედებს ახალ სეზონში და სერია ა-მ წესის დანერგვის შესახებ ერთი წლით ადრე განაცხადა, რათა კლუბებს სათანადოდ მომზადებისთვის დრო ჰქონოდათ.

ამ ცვლილების მთავარი სულისმჩამდგმელები სატელევიზიო კომპანიები არიან, რომელთა აზრითაც, მწვანე ფორმა მწვანე მინდორის ფონზე ნაკლებად გამოკვეთილად ჩანს და ფეხბურთელები უკანა ფონზე იჩრდილებიან.

ყველაზე მეტად ეს პრობლემა „სასუოლოზე“ აისახება, რომლისთვისაც მწვანე ფორმა - საშინაო და ძირითადია. 

აღნიშნული ცვლილება მოქმედებს შორტებზე და გეტრებზეც - თუ ფორმა სამფერიანია, ერთ-ერთი ფერი მაქსიმალურად დომინანტი უნდა იყოს და სხვა ორის ფონზე გამოკვეთილად ჩანდეს.