ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ჯასტინ კლუივერტი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - ჯასტინ კლუივერტი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
თარიღი 16 ივლ 2021, 17:05

ახალგაზრდა ჰოლანდიელი შემტევი კარიერას საფრანგეთის სამხრეთში გააგრძელებს.

Footmercato-ს ინფორმაციით, „რომამ“ და „ნიცამ“ 22 წლის შემტევზე, ჯასტინ კლუივერტზე შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში იჯარით გადავა.

აღსანიშნავია, რომ იჯარის ამოწურვის შემდეგ, „ნიცას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა / ვალდებულება ექნება, დაახლოებით 10 მილიონ ევროდ.

ჟოზე მოურინიომ კლუივერტი წინასასეზონო მომზადების განაცხადში არ შეიყვანა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი „ლაიპციგში“ გატარებული იჯარიდან „რომაში“ დაბრუნდა.

როგორც იტალიური პრეს იტყობინება, ხუთშაბათს ფეხბურთელმა „ნიცაში“ გადასვლაზე პირადი თანხმობა განაცხადა და ტრანსფერი პრაქტიკულად ბოლომდე დახურულია.

საინტერესოა, რომ 2017 წელს, ჟოზე მოურინიოს ჯასტინ კლუივერტის „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ წაყვანა უნდოდა, ახლა კი მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა არ გამოიყენა.