ავტორიზაცია

ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ სამიზნეში თავისი ორი ყოფილი შეგირდი ამოიღო

ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ სამიზნეში თავისი ორი ყოფილი შეგირდი ამოიღო
თარიღი 16 ივლ 2021, 18:19

„ტოტენჰემის“ ახალმა მწვრთნელმა გუნდში პირველი სამიზნეები დაისახა.

talkSPORT-ის ინფორმაციით, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს „ტოტენჰემში“ თავისი ორი ყოფილი შეგირდის ხილვა სურს.

საუბარია „ვულვზის“ ფეხბურთელებზე:  ვილი ბოლიზე და დანიელ პოდენსეზე - ესპირიტუ სანტუმ ხელმძღვანელობას ამ ორი ფეხბურთელის გადმოყვანის თხოვნით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა „ტოტენჰემი“ რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად ჩაიბარა, მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი „ვულვერჰემპტონი“ იყო, რომელიც მან სეზონის ბოლოს დატოვა.