ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფელიპე ანდერსონი ყოფილ გუნდში დაბრუნდა

ოფიციალურად: ფელიპე ანდერსონი ყოფილ გუნდში დაბრუნდა
თარიღი 16 ივლ 2021, 18:23

„ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელი შემტევი, ფელიპე ანდერსონი, კარიერას რომის „ლაციოში“ გააგრძელებს.

ლონდონური კლუბი არ ასახელებს კონკრეტულ თანხას, თუ რამდენი დაუჯდა „ლაციოს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნება, მაგრამ Transfermarkt-ის ინფორმაციით, კლუბები 3 მილიონ ევროზე მორიგდნენ.

28 წლის ანდერსონი „ვესტ ჰემს“ 2018 წელს სწორედ „ლაციოდან“ 38 მილიონ ევროდ შეუერთდა და 73 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ბრაზილიელმა გასული სეზონი „პორტუში“ იჯარით გაატარა, თუმცა პრიმეირა ლიგას მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ხსენებული გამოცემა Transfermarkt ფელიპე ანდერსონს 10 მილიონ ევროდ აფასებს.