ავტორიზაცია

ოფიციალურად: არანაირი მილანი - ტადიჩის მომავალი გარკვეულია

ოფიციალურად: არანაირი მილანი - ტადიჩის მომავალი გარკვეულია
თარიღი 16 ივლ 2021, 19:01

ჰოლანდიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერბმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დუშან ტადიჩმა საკუთარი მომავალი ჰოლანდიის ჩემპიონ „აიაქსს“ 2024 წლამდე დაუკავშირა და ამით, გუნდის ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა.

ძველი კონტრაქტით ტადიჩი გუნდთან 2023 წლამდე იყო დაკავშირებული და ახლა, მხარეები მისი ერთი წლით გახანგრძლივებაზე მარტივად მორიგდნენ.

ამ ზაფხულს, ტადიჩის შეძენა „მილანს“ სურდა, თუმცა „აიაქსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და არც თავად ფეხბურთელმა მოინდომა სათამაშო ადგილის შეცვლა.