ავტორიზაცია

კრისტალ პალასის ყოფილმა მეკარემ კარიერა შესაძლოა ბარნლიში გააგრძელოს

კრისტალ პალასის ყოფილმა მეკარემ კარიერა შესაძლოა ბარნლიში გააგრძელოს
თარიღი 16 ივლ 2021, 19:36

მეკარე უეინ ჰენესიმ კარიერა შესაძლოა "ბარნლიში" გააგრძელოს, წერს Sky Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის უელსელი "ბორდოსფერებთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის.

ჰენესი ამჟამად თავისუფალი აგენტია. აქამდე იგი "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა, სადაც 2014 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისამდე ირიცხებოდა.

გასულ სეზონში გამოცდილმა გოლკიპერმა "არწივების" მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა - ინგლისის ლიგის თასზე "ბორნმუთის" (1:1, 10:11 - პენალტების სერიაში).