ავტორიზაცია

ტოტენჰემი შალკეს თავდამსხმელით ინტერესდება

ტოტენჰემი შალკეს თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 16 ივლ 2021, 22:03

"ტოტენჰემი" "შალკეს" თავდამსხმელ მეტიუ ჰოპეთი ინტერესდება, იტყობინება 90min.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გეგმავენ 20 წლის ამერიკელის შეძენას.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ნიუკასლი", "ვულვერჰემპტონი" და "საუთჰემპტონიც" ინტერესდებიან, "შალკე" კი მზად არის იგი 4 მილიონ ფუნტად გაუშვას.

2020/21 წლების სეზონში ჰოპემ "შალკეს" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.