ავტორიზაცია

მარსელმა არსენალის მცველი ინათხოვრა

მარსელმა არსენალის მცველი ინათხოვრა
თარიღი 16 ივლ 2021, 22:16

"არსენალის" მცველი, ვილიამ სალიბა 2021/22 წლების სეზონს იჯარით "მარსელში" გაატარებს, წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი.

20 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მარსელში" 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გასული სეზონი სალიბამ არენდით "ნიცაში" იასპარეზა, სადაც 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.