ავტორიზაცია

ლესტერმა საუთჰემპტონის მცველი დაიმატა

ლესტერმა საუთჰემპტონის მცველი დაიმატა
თარიღი 16 ივლ 2021, 22:20

"საუთჰემპტონის" აწ უკვე ყოფილი მცველი, რაიან ბერტრანდი "ლესტერის" ფეხბურთელი გახდა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

როგორც აღინიშნება, 31 წლის უკანახაზელმა "მელიებთან" 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2005 წლიდან 2015 წლამდე ბერტრანდი "ჩელსის" ღირსებას იცავდა. 2015 წლიდან იგი "საუთჰემპტონში" ირიცხებოდა და 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა.

2020/21 წლების სეზონში ბერტრანდმა პრემიერ ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.