ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ რომელი ქალაქები უმასპინძლებენ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 ფინალს

ცნობილი გახდა, თუ რომელი ქალაქები უმასპინძლებენ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 ფინალს
თარიღი 17 ივლ 2021, 00:22

გუშინ, 16 ივლისს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის უახლოესი გათამაშებების ფინალებისთვის მასპინძელი ქალაქები დანიშნა.

ასე და ამგვარად, 2022/23 წლების სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი, რომელიც თავდაპირველად მიუნხენში უნდა შემდგარიყო, სტამბულში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ იმის გამო მიიღო, რომ 2021 წლის ჩლ-ის ფინალი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გამო სტამბულიდან პორტუში გადაიტანეს.

თუმცა, უეფაში არც მიუნხენი დააღალატეს: გერმანიის ქალაქში ფინალი მაინც გაიმართება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 2024/25 წლების სეზონში.

2023/24 წლების სეზონში, როგორც იგეგმებოდა, მთავარი ევროთასის გადამწყვეტი დაპირისპირება ლონდონში, "უემბლიზე" შედგება.

შეგახსენებთ, 2021/22 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება სანქტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.