ავტორიზაცია

მგლებიდან მამლებში? - ტრაორეს მსურველი ჰყავს

მგლებიდან მამლებში? - ტრაორეს მსურველი ჰყავს
თარიღი 17 ივლ 2021, 10:31

"ვულვერჰემპტონის" ლიდერის, ადამა ტრაორეს სახელს უკავშირებენ არაერთ გუნდს, მათ რიცხვში ამჯერად "ტოტენჰემიც" არის.

"უონდერერსი" არ არის ესპანელი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგი და კლუბის გამოცვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.

ტრანსფერი შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე "ვულვზს" მინიმუმ 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელების გარდა, "მგლების" ვინგერის სახელი ცოტა ხნის წინ "ლივერპულსაც" დაუკავშირეს.

აქვე დავამატებთ, პირენეელი გარემარბი არის "ბარსელონას" აღზრდილი, თუმცა მთავარ გუნდში დამკვიდრება მან ვერ შეძლო.