ავტორიზაცია

ბარსელონა თავის ახალგაზრდა ფეხბურთელს ვერ უთანხმება და ყველაფერში რეალს ადანაშაულებს

ბარსელონა თავის ახალგაზრდა ფეხბურთელს ვერ უთანხმება და ყველაფერში რეალს ადანაშაულებს
თარიღი 17 Jul 2021, 16:02

„ბარსელონა“ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველ ილაშ მორიბასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და ფიქრობს, რომ ამის უკან მადრიდის „რეალი“ დგას.

Goal.com-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ მორიბას შეატყობინა, რომ პირველ გუნდთან წინასასეზონო მომზადებაზეც არ დაუშვებს იქამდე, სანამ ის ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. 

გარდა ამისა, იქამდე, სანამ 18 წლის ფეხბურთელის მომავალი საბოლოოდ არ გადაწყდება, ის არც რონალდ კუმანის გეგმებში მოხვდება.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფეხბურთელთან უთანხმოების მიზეზი მადრიდის „რეალია“, კატალონიელები ფიქრობენ, რომ „სამეფო კლუბი“ ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირებას ცდილობს.

„ბლაუგრანას“ არ სურს დაუშვას, რომ მორიბა მთავარი კონკურენტის შემადგენლობაში გადავიდეს, რადგან გუნდმა მის განვითარებას დიდი ფინანსები მოახმარა. მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლამდე მოქმედებს.