ავტორიზაცია

ტოტენჰემიდან წასასვლელად ჰარი კეინი უკიდურესი ზომებისთვისაც კი მზადაა?

ტოტენჰემიდან წასასვლელად ჰარი კეინი უკიდურესი ზომებისთვისაც კი მზადაა?
თარიღი 17 Jul 2021, 16:05

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ჰარი კეინი მზადაა, „ტოტენჰემიდან“ წასასვლელად კატეგორიულ ნაბიჯებსაც მიმართოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, კეინის სანაკრებო თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელმა, „სიტიში“ გადასასვლელად შესაძლოა „ტოტენჰემთან“ ერთად წინასასეზონო მომზადების გავლაზეც კი უარი თქვას.

იწერება, რომ კეინის მთავარი სურვილი და მიზანი - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მისი მოგების მცდელობაა. გარდა ამისა, მას ხოსეპ გვარდიოლასთან სურს მუშაობა და იმედი აქვს, რომ „სიტი“ გააკეთებს ისეთ შეთავაზებას, რომელზეც „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დანიელ ლევი უარს ვეღარ იტყვის.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რაც ფეხბურთელის „დეზებიდან“ წასვლის საკითხს საგრძნობლად ართულებს.