ავტორიზაცია

ბარსელონას და ატლეტიკოს მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ვერ ხერხდება

ბარსელონას და ატლეტიკოს მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ვერ ხერხდება
თარიღი 17 ივლ 2021, 16:11

„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ საულ ნიგესის და ანტუან გრიზმანის გაცვლის საკითხზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

რომანოს თქმით, მოლაპარაკებები აქტიურ სტადიაში იმყოფება, თუმცა კლუბები შეთანხმების მიღწევას ვერა და ვერ ახერხებენ.

გრიზმანისთვის კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს: დარჩენა „ბარსელონაში“ ან დაბრუნება „ატლეტიკოში“, სხვა არცერთ შესაძლებლობას ის არ განიხილავს.

რაც შეეხება საულს, მის მიმართ ინგლისური გუნდები იჩენენ ინტერესს, მაგრამ მას თავად „ბარსელონას“ ვარიანტი უფრო ხიბლავს.

იწერება, რომ „ბარსას“ სურს, ამ გაცვლაში „ატლეტიკომ“ ფული დაამატოს, რაც არც ისე ხიბლავს მადრიდულ მხარეს.