ავტორიზაცია

მბაპე რეალისგან უფრო აქტიურ ნაბიჯებს ელოდება

მბაპე რეალისგან უფრო აქტიურ ნაბიჯებს ელოდება
თარიღი 17 ივლ 2021, 16:14

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევს კილიან მბაპეს, კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურს.

AS-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი „რეალისგან“ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. ის იმედოვნებს, რომ „სამეფო კლუბი“ „პსჟ-ზე“ ზეწოლას მოახდენს და ტრანსფერის გაჩარხვას უფრო აქტიურად ეცდება.

თავის მხრივ, „რეალის“ პრეზიდენტი სხვანაირ სტრატეგიას მიჰყვება - ის აქტიურად აკვირდება მბაპეს და „პსჟ-ს“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს და ფიქრობს, რომ საბოლოო ჩაშლის შემთხვევაში, პარიზული კლუბიდან მას თავად დაურეკავენ.

მბაპე „პსჟ-ში“ 2017 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ის „მონაკოს“ ღირსებას იცავდა, რომლის აღზრდილიცაა.

2020/21-სეზონში ფრანგმა „პარიზის“ მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩში 42 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.