ავტორიზაცია

BREAKING: 30-წუთიანი ტაიმები, დროის გაჩერება, აუტი ფეხით - ფიფა ფეხბურთის რევოლუციაზე ფიქრობს

BREAKING: 30-წუთიანი ტაიმები, დროის გაჩერება, აუტი ფეხით - ფიფა ფეხბურთის რევოლუციაზე ფიქრობს
თარიღი 17 Jul 2021, 17:26

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფიფა ფეხბურთში რამდენიმე ახალი წესის დანერგვას აპირებს და ამჟამად, მათი დატესტვის პროცესში იმყოფება.

საუბარია ისეთ რევოლუციურ ცვლილებებზე, როგორიცაა:

  • ორი 30-30 წუთიანი ტაიმი
  • მატჩის დრო გაჩერდება, როცა ბურთი თამაშში არ იქნება
  • ცვლილებების განხორციელება გუნდებს ულიმიტოდ შეეძლებათ
  • აუტის მოწოდება ფეხით მოხდება (უფრო მეტი სახიფათო მომენტისთვის)
  • ყვითელი ბარათისთის ფეხბურთელს მოედნის დატოვება 5 წუთით მოუწევს. 

ჯერჯერობით, პროფესიონალურ დონეზე ასეთი სახეშეცვლილი ფეხბურთის ხილვა ხელმისაწვდომი არ იქნება, რადგან ფიფა მათ ახალგაზრდულ სისტემებში ტესტავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომელიმე ცვლილება (თუ ყველა არა) ფეხბურთში უახლოეს მომავალში მართლაც დაინერგოს.

ამჟამად, ეს ყველაფერი იტესტება ახალგაზრდების ახალ გათამაშებაში, რომელსაც „ფეხბურთის მომავალი" ეწოდება.