ავტორიზაცია

"მხოლოდ თუ ხელფასს დაიკლებ", - იუვენტუსმა რონალდუს ულტიმატუმი წაუყენა

"მხოლოდ თუ ხელფასს დაიკლებ", - იუვენტუსმა რონალდუს ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 17 ივლ 2021, 17:32

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ, უახლოეს პერიოდში გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გაისაუბრებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინულ გუნდს ფეხბურთელთან კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივება სურს, რათა მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგოს.

თუმცა, „იუვე“ ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რონალდუ ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს - ცნობისთვის, ამჟამად კრიროს წლიური ხელფასი 31 მილიონი ევროა, „ბებერი სინიორა“ კი ახალი კონტრაქტით მას 20 მილიონს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვეში“ 2018 წლიდან ასპარეზობს და გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, როცა 29 გოლის გატანა მოახერხა.

ტურინში გადასვლამდე კრიშტიანუ 9 წლის მანძილზე მადრიდის რეალში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 16 ტიტული მოიგო და 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა.