ავტორიზაცია

იუვენტუსი ბარსელონას მორიგ გაცვლას სთავაზობს, საქმეში ისევ პიანიჩი ფუგირირებს

იუვენტუსი ბარსელონას მორიგ გაცვლას სთავაზობს, საქმეში ისევ პიანიჩი ფუგირირებს
თარიღი 17 ივლ 2021, 17:51

„იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა კატალონიელებს მორიგი გაცვლა შესთავაზა - მირალემ პიანიჩის და აარონ რემსის.

როგორც ირკვევა, პიანიჩი „ბარსელონაში“ სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და იტალიაში დაბრუნებას ისურვებდა. თავის მხრივ, „ბლაუგრანას“ ფინანსური სირთულეები აქვს და ალბათ, პიანიჩის გაშვებაზე უარს თავადაც არ იტყოდა.

თუმცა, ამ გაცვლას ერთი საკითხი ართულებს - უელსელი აარონ რემსის ხელფასი, წლიურად 7.5 მილიონი ევრო, „ბარსელონას“ ზედმეტად გადამეტებული ჰგონია.

კლუბებს შორის ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება.

საინტერესოა, რომ „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ ერთი ხმაურიანი გაცვლა გასულ ზაფხულს უკვე განახორციელეს: ტურინში სწორედ პიანიჩის ნაცვლად ბრაზილიელი არტურ მელო გაემგზავრა.