ავტორიზაცია

ნოემბერში საშინელი შეტაკების შემდეგ, ვულვზის მექსიკელი ფორვარდი მოედანს მხოლოდ ახლა უბრუნდება

ნოემბერში საშინელი შეტაკების შემდეგ, ვულვზის მექსიკელი ფორვარდი მოედანს მხოლოდ ახლა უბრუნდება
თარიღი 17 ივლ 2021, 18:40

„ვულვერჰემპტონის“ მექსიკელი თავდამსხმელი, რაულ ხიმენესი, ნოემბრის შემდეგ მოედანს პირველად უბრუნდება.

2020 წლის მიწურულს, შემტევმა ტრავმა „არსენალთან“ მატჩში მიიღო, როცა დავიდ ლუისთან შეტაკების შედეგად თავის ქალა გაუტყდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

განვლილ სეზონში ხიმენესმა მომჯობინება და მოედანზე დაბრუნება ვერ მოასწრო, სამაგიეროდ სრულ მზადყოფნაში შეხვდება ახალ სეზონს.

„ვულვერჰემპტონმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „კრიუ ალექსანდრასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართება, ხიმენესი მონაწილეობის მიღებას მოახერხებს და მატჩის განაცხადშიც მოხვდა.