VIDEO: უცნაური არდადეგები - პინგვინის ფორმაში გამოწყობილი პეპე რეინა ესპანურ ტელეგადაცემაში ამღერდა
„ლაციოს“ ვეტერანი გოლკიპერი შვებულებას უჩვეულო სტილში ატარებს.
38 წლის მეკარემ ესპანურ ტელეგადაცემა „მომღერალი ნიღბით-ში“ მიიღო მონაწილეობა.
მასზე, პინგვინის ფორმაში გამოწყობილმა პეპე რეინამ ესპანური სიმღერა „Hola mi amor” შეასრულა. წესების მიხედვით, ესპანელს გამოსვლის ბოლოს ნიღაბი უნდა მოეხსნა.