ავტორიზაცია

ბენევენტოს თავდამსხმელით სერია ა-ს 3 კლუბი ინტერესდება

ბენევენტოს თავდამსხმელით სერია ა-ს 3 კლუბი ინტერესდება
თარიღი 17 ივლ 2021, 19:41

"ბენევენტოს" ფორვარდმა, ჯანლუკა ლაპადულამ კარიერა შეიძლება სერია ა-ში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის იტალიელით, რომელიც პერუს ნაკრებში ასპარეზობს, "კალიარი", "ვერონა" და "ტორინო" ინტერესდებიან.

გასულ სეზონში ლაპადულამ სერია ა-დან გავარდნილი "ბენევენტოს" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.

2021 წლის კოპა ამერიკაზე ფორვარდმა 4 გოლი შეაგდო და 1 ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში, პერუს ნაკრების რიგებში იგი მესამე ადგილისთვის მატჩში კოლუმბიასთან დამარცხდა.