ავტორიზაცია

ბრენტფორდი სელტიკის მცველში რეკორდულ თანხას იხდის

ბრენტფორდი სელტიკის მცველში რეკორდულ თანხას იხდის
თარიღი 17 ივლ 2021, 19:54

"სელტიკის" მცველი, კრისტოფერ აიერი "ბრენტფორდში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ახალწვეულს ამ ზაფხულს 23 წლის ნორვეგიელის შეძენა უნდა.

როგორც აღინიშნება, გლაზგოელთა ფეხბურთელი "ბრენტფორდს" 13,5 მილიონი ფუნტი დაუჯდება, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი იქნება.

2020/21 წლების სეზონში აიერმა "სელტიკის" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.